სამოქალაქო ავია მშენებლობის აღორძინება რუსეთის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის დამადასტურებელი ფაქტორია. ავია სატრანსპორტო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასობით ახალი, სხვა და სხვა სპეციალიზაციის მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების წარმოება მიმდინარეობს.
31 მარტს მოსკოვის მახლობლად წარმატებით ჩატარდა პირველი საფრენი ცდები მეორე საცდელი კომპაქტური რეგიონალური თვითმფრინავის Ил-114-300. 900 მეტრის სიმაღლეზე, 230 კმ \ სთ სიჩქარეზე შემოწმდა რუსული წარმოების სისტემების და მოწყობილობების მუშაობის სტაბილურობა, საჰაერო ხომალდის მდგრადობა და მართვადობა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Ил-114-300 შექმნის ოპერატიულობა აღნიშნა.
რეგიონალური თვითმფრინავი Ил-114-300 წარმოადგენს Ил-114- ის ძირეულად მოდერნიზებულ ვერსიას. იგი გათვლილია 68 მგზავრზე ან 6,5 ტონა ტვირთის გადასაზიდად 2000 კმ მანძილზე. გამოირჩევა მაღალი საფრენი და ტექნიკური მახასიათებლებით, ახალი ციფრული ნავიგაციური კომპლექსით... მისი მძლავრი, საიმედო ძრავი შემუშავებულია პეტერბურგის საწარმოში და, ტექნიკური მონაცემებით, უცხოურ ანალოგებს ბევრად უსწრებს. სპეციალისტების აზრით, იგი ღირსეულად შეცვლის რუსეთში შიდა ავიახაზების „ვეტერანს“ - Ан-24.
რუსული წარმოების თანამედროვე რეგიონალური თვითმფრინავები საჭიროა სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების გადასაჭრელად. ავტო სატრანსპორტო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ( 2030 წლამდე , 700 მილიარდ რუბლზე მეტი) მიმართულია რუსული ლაინერების წვლილის გაზრდაზე 33 % - 81 % -მდე, რეგიონთაშორის ავიაგადაზიდვების ინტენსიურობის ამაღლებაზე...
მაღალი ტექნოლოგიების ძალა
თვითმფრინავი Ил-114-300 -ის სიგრძე 25,9 მ შეადგენს, ხოლო სიმაღლე - 9 მ-ს.. მისი ასაფრენი მაქსიმალური მასა - 23,5 ტონაა. ფრენის სიშორე საწვავის მაქსიმალური მარაგით (8780 ლ) და 1300 კგ-იანი დატვირთვით - 5000 კილომეტრია.
მაღალტექნოლოგიური (იმპორტ ჩანაცვლებული) Ил-114-300 რუსეთს მსოფლიო ავია მშენებლობის უმაღლეს ლიგაში აბრუნებს. ადგილობრივი ავიახაზებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავების სერიული წარმოების აღორძინება და გაფართოება რუსეთის ფედერაციას საშუალებას მისცემს, სრულიად გაათავისუფლოს შიდა ბაზარი უცხოური მწარმოებლებისაგან, ხოლო ფედერაციის სუბიექტებში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისათვის მძლავრი ბიძგი იქნება.
რუსული ავიაკომპანიები ახალ Ил-114-300 -ის უკვე აქტიურად უკვეთავენ. კონკურენტუნარიანი თვითმფრინავი უდავოდ, მოთხოვნადი იქნება ასევე არაერთ უცხოურ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ უწინ Ил-114 - ს ტაშკენტშიც აწარმოებდნენ.
თავის მხრივ, აშშ შეშფოთებულია რუსული სამოქალაქო ავია მშენებლობის აღორძინებით და რუსეთის შეიარაღებულ ძალებში Ил-114-300 -ის შესაძლო გამოყენებით... ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, უახლესი რუსული სამძებრო დასამიზნებელი კომპლექსი „კასატკას“ ინტეგრაცია Ил-114-300 -ის ბაზაზე სარაკეტო შეიარაღებასთან, შესაძლებელს ხდის, ეფექტურად აღმოაჩინონ და გაანადგურონ წყალქვეშა სამიზნეებიც კი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე