თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 4 აპრილამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, პლუს 24-29 გრადუსს მიაღწიოს. 4 აპრილს კი ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
თბილისში უახლოეს დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს დღისით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25- 27 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 22-24 გრადუსია მოსალოდნელი. 4 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ზოგან ძლიერი ქარი. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსი დაფიქსირდება. 4 აპრილს ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 24-26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 24-26 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 4 აპრილს სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი.