თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბაზრობების მფლობელები ამიერიდან ვალდებული არიან, საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ მოვაჭრეების შესახებ, რომლებმაც სავაჭრო წერტილი ერთ დღეზე მეტი ვადით იჯარით ან ქვეიჯარით აიღეს, ნათქვამია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.
ბაზრობების მეპატრონეებმა უწყებაში ელექტრონულად ინფორმაცია უნდა წარადგინონ მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
საუბარია როგორც სტაციონარულ, ისე არასტაციონარულ სავაჭრო წერილებზე, რომლებიც განკუთვნილია ბაზრის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციისთვის.
იმ მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც 2024 წლის 1 აპრილამდე, ანუ მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლამდე, იჯარით ჰქოდათ აღებული სავაჭრო წერტილი, საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა წარედგინოს.
რაც შეეხება მოიჯარეებსა და ქვემოიჯარეებს, რომლებიც სავაჭრო წერტილს ქვეიჯარით გასცემენ, ვალდებული არიან აცნობონ ბაზრის მფლობელს ამ გარიგების შესახებ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, რათა მან მონაცემები საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს.
კანონდამრღვევები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად დაჯარიმდებიან.
იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც უნდა წარედგინოს საგადასახადო ორგანოს, მოცემულია ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მარტის ბრძანებაში.