რამდენი ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოში: 2023 წლის მონაცემები

2023 წელს ყველაზე მეტი ქორწინება დედაქალაქი დარეგისტრირდა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში დაახლოებით 27,3 ათასი ქორწინება იყო დარეგისტრირებული, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, 2023 წელს სულ 22.275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 14,5%-ით ნაკლებია.
თავად ქორწინების რეგისტრაციის ცერემონია საქართველოში მარტივი და უფასოა, თუ არ იმართება საზეიმო ცერემონიას და ქორწინების რეგისტრაცია შედგება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
იუსტიციის სახლში დაქორწინებისთვის საკმარისია ამ დაწესებულებაში ანკეტის შევსება და ორი მოწმის წარდგენა. ცერემონია იმართება რეგისტრაციის განაცხადის შეტანის დღევე.
საქართველოში ქორწინებების პიკი, როგორც წესი, შემოდგომაზე მოდის: თვეში საშუალოდ სამი ათასი ქორწინება ფიქსირდება, გაზაფხულზე ქორწინების საშუალო რაოდენობა თვეში ორი ათასია, ზაფხულში - 2,5 ათასი, ხოლო ზამთარი - 1,5-დან 2 ათასამდე.
2023 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობით პირველი ადგილზეა თბილისი, სადაც 6.738 ქორწინება დაფიქსირდა, მეორეზე იმერეთია (3.334 ქორწინება) და მესამეზე – ქვემო ქართლი (2.748).
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში პირველი ქორწინების რეგისტრაციის საშუალო ასაკი ქალებისთვის 29 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 32 წელი. ამასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალებში ქორწინების ასაკი გაიზარდა სამი წლით, ხოლო მამაკაცებში - ორი წლით. მეორე ქორწინების საშუალო ასაკი არის 42 წელი მამაკაცებისთვის და 40 წელი ქალებისთვის.
საინტერესოა, რომ საქართველოში საპენსიო ასაკის მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ქორწინდებიან, ვიდრე ქალები, 25 წლის ასაკში კი სრულიად საპირისპირო სურათია. საქართველოში ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 11 წელი
რაც შეეხება განქორწინებებს, რიცხვი 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 3,1%-ით შემცირდა და 2023 წელს 13.664 შეადგინა.
განქორწინებების რაოდენობით პირველ ადგილზე რჩება თბილისი, სადაც 2023 წელს განქორწინების 4.688 შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია (2.285 განქორწინება), მესამეზე კი სამეგრელო - ზემო სვანეთი (1.331 განქორწინება).