საქართველოში სიკვდილიანობა მესამე წელია შობადობას აღემატება

მოსახლეობის უარყოფითი მატება კვლავაც ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარის, თბილისისა და ქვემო ქართლის გარდა.
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება დაფიქსირდა - სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება უკვე მესამე წელია ფიქსირდება.
საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში დაახლოებით 40,2 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 42,8 ათასს მიაღწია.
მოსახლეობის უარყოფითი მატება კვლავაც ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარის, თბილისისა და ქვემო ქართლის გარდა.
ყველაზე დიდი სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის უარყოფითმა მატებამ 2,1 ათასი შეადგინა. მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (1,5 ათასი) და კახეთის რეგიონი (857).
აჭარაში 2023 წელს მოსახლეობის ზრდა 1,8 ათასი იყო, თბილისში - 1,5 ათასი, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში - 719.