საქართველოში ფეხბურთელების რაოდენობა ბოლო წლებში გაორმაგდა

ბოლო წლებში საქართველოში ქალი ფეხბურთელების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. 2015 წლიდან 2021 წლამდე საქართველოში რეგისტრირებული მამაკაცი ფეხბურთელების რაოდენობა 23 ათასით გაიზარდა და 37.600 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია UEFA-ს ქართული ფეხბურთისადმი მიძღვნილ მასალაში.
უეფა-ს მასალა უკავშირდება საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველ გასვლას ევროპის ჩემპიონატში, რომელიც გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 26 მარტს დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა.
უეფა-ს ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდას. ამრიგად, 2015 წელს საქართველოში მამაკაცი ფეხბურთელების რაოდენობა 14.676 ადამიანი შეადგენდა.
TBC Capital: საქართველოს EURO-2024-ზე გასვლა ეკონომიკაზე დადებითად აისახება>>
ბოლო წლებში საქართველოში ქალი ფეხბურთელების რაოდენობაც გაიზარდა, თანაც - ათჯერ.
ევროპის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პროგრესის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მონაწილეობაა UEFA Grow-ის მხარდაჭერის გრძელვადიან პროგრამაში.
კერძოდ, ქართულ მხარესთან ერთად შემუშავდა ფეხბურთის ფედერაციის 2022 - 2026 წლების სტრატეგია.
გარდა ამისა, 2014 წელს ნიჭიერი, ელიტარული ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის საქართველოში ფეხბურთის ეროვნული აკადემია დაარსდა.
ევრო-2024
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ 18 ივნისს გაიმართება.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.