მართვადი შეიარაღების კომპლექსის „რეფლექსი-მ“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები „ინვარ - მ1“ რუსეთის შეიარაღებას კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინის ფრონტზე ნატოს ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი უპირატესობა დასავლურ ანალოგებთან აშკარაა...
კომპლექს „რეფლექს-მ“ -ის რუსილი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები სპეცოპერაციის ზონაში უკრაინული ჯარის ჯავშანტექნიკას ეფექტურად ანადგურებენ, მათ შორის - ნატოს საბრძოლო მანქანებსაც.
უკრაინის ინგლისურენოვანი გაზეთი Kyiv Post იუწყებოდა, რომ დასავლურმა საუკეთესო ტანკებმა Leopard 2, Challenger 2 დაAbrams - მა ბრძოლის ველზე „სასწაულის“ მოლოდინები არ გაამართლეს...
ყველაფერთან ერთად, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები „ინვარ - მ“ უაღრესად ეფექტურები არიან დაცული მიწისზედა და წყალსზედა სამიზნეების განადგურებაში. და არა მხოლოდ უკრაინის ფრონტზე...
მსოფლიო აღიარება
ნატოს ქვეყნებში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსს „რეფლექს - მ“ „სნაიპერს“ ეძახიან. და ეს გასაკვირიც არაა, ვინაიდან „მსოფლიოში საუკეთესო“ ამერიკულ „ჯაველინს“ გაცილებით სჯობნის სიზუზტით, სიშორით და საიმედობით. რაკეტა 9М119М1„ინვარ-მ“- ი შეიარაღებაში1990-იანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა. ამერიკული ანალოგები „ჯაველინი“ – 1995 წელს, TOW-2 კი - 1991 წელს.
„ინვარები“ სამსახურის მთელი ვადით ბრძოლისუნარიანები რჩებიან და სერვისს არ საჭიროებენ. სახმელეთო დანაყოფების, საინჟინრო ნაგებობებისა და მსუბუქი ჯავშანტექნიკის განადგურებისთვის შემუშავებული იყო რაკეტის ვარიანტი თერმობარიული საბრძოლო ნაწილით. რაკეტას შეუძლია, იმუშაოს მართვადი შეიარაღებული კომპლექსის „რაზრივ“ 9К118 შემდგენლობაში...
სწორედ სიმძლავრემ და საიმედობამ განაპირობა ამ იარაღის მაღალი ავტორიტეტი აზერბაიჯანში, ალჟირში, ბელარუსში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ერაყში, ირანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, თურქმენეთსა და მრავალ სხვა სახელმწიფოში. ორიგინალური „ინვარები“ და ლიცენზიური მოდიფიკაციები საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. ასე, ინდოეთმა ჯერ 10 ათასი „ინვარი“შ ეიძინა, შემდეგ კი ასეთი რაკეტების კიდევ 15 ათასის ლიცენზიური წარმოება ააწყო.
მსაოფლიო აღიარება სავსებით დამსახურებულია. პრაქტიკულადაა დამტკიცებული, რომ კომპლექსი „რეფლექს-მ“ სამჯერ ზრდის რუსული ტანკების საბრძოლო ეფექტურობას. ტექნოლოგიური სრულყოფა გრძელდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე