თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 მარტამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 14-19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +პლუს 10-15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 14-19 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 14-19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 6-11 გრადუსი დაფიქსირდება.