თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში „სასწრაფო დახმარების" ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს.
ტელეკომპანიის ცნობით, მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ნაწილს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.