თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი გუნდი დაამარცხა.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში გატანილი გოლებით მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა საქართველოს ნაკრების კარში მხოლოდ 2 გოლის გატან შეძლო.
წელს ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.