რამდენით გაიზარდა გათხევადებული აირის იმპორტი რუსეთიდან საქართველოში

საქართველოში 12,08 ათასი ტონა გათხევადებული გაზი შემოვიდა
Sputnik
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. რუსეთიდან საქართველოში შემოსული გათხევადებული აირის მოცულობამ 2024 წლის იანვარ-თებერვალში 12,06 ათასი ტონა შეადგინა, ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი თითქმის გაორმაგდა, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში რუსეთიდან 7,11 ათასი ტონა გათხევადებული გაზი შემოვიდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული გათხევადებული გაზის მთლიანმა მოცულობამ 12,08 ათასი ტონა შეადგინა.
რაც შეეხება სანავთობო ბიტუმს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 8,7 ათასი ტონა შემოვიდა, მათ შორის ერაყიდან 5,3 ათასი ტონა, რუსეთიდან კი 3,3 ათასი ტონა.