თბილისის ჯუმა-მეჩეთში ხანძარი გაჩნდა

თბილისში მდებარე მეჩეთში ხანძარი ტექნიკურ სათავსოში გაჩნდა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik
ჯუმა-მეჩეთში, რომელიც ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ გზაზე დგას, ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტექნიკური სათავსოდან გავრცელდა.
ადგილზე გამოცხადებულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა დროულად შეძლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.