თბილისის მეჩეთში ხანძარი გაჩნდა

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისში ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ჯუმას-მეჩეთში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
შემთხვევა აბანოთუბანში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ტექნიკურ ნაწილში გაჩნდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.