წალენჯიხაში ავარია მსხვერპლით დასრულდა

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კედელს შეეჯახა - შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.