თბილისი, 23 მარტი - Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი შეყვარებულმა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში, დაჭრა მოჰყვა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.