თბილისი, 22 მარტი - Sputnik. კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი პირი მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეს მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე დადებითი დასკვნა გასცეს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 221-ე (კომერციული მოსყიდვა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ ვადით.