ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალი: საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
დისკვალიფიკაციის გამო გუნდს „ლუქსემბურგთან“ ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა. ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ ჯაბა კანკავა დაბრუნდა, რომელიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოედანზე მატჩის ბოლო წუთებზე გამოუშვა.
მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს. წარმატების შემთხვევაში, საქართველო თბილისში 26 მარტს ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება და გერმანიაში ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.