საქართველო PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პოტენციალს გაეცნენ
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში, საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში PURE Meetings & Events მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
PURE Meetings & Events-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
„კონფერენციის ფარგლებში, B2B ფორმატში, შეხვედრები გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან. ბიუროს თანამშრომლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს საფრანგეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში წელს ევროპის 600-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, სასტუმრო, ავიაკომპანია, კონგრეს-ცენტი და ტურისტული ორგანიზაცია, ასოციაცია და სააგენტო მონაწილეობდა.
Pure Meetings and Events ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, B2B შეხვედრებსა და გამოფენებს.