ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik
თბილისი, 2ო მარტი – Sputnik. ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
შემთხვევა გურიაში, სოფელ ნატანებთან მოხდა. ინციდენტის შედეგად მატარებელში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები.