მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - როდის აღდგება მოძრაობა

ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, რკინიგზის ლიანდაგების დაზიანება გახდა.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა, რომელიც ლიანდაგებიდან გადავიდა, ხუთშაბათამდე შეჩერდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს რკინიგზის „ცხელ ხაზზე“.
დღეს, დილით, ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ გურიანთას მახლობლად ლიანდაგებიდან გადავიდა. რკინიგზის ლიანდაგზე დაზიანება შეინიშნება, რაც, პირველადი დათვალიერებით, გახდა კიდეც ინციდენტის მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მატარებლის მგზავრები დანიშნულების ადგილამდე ხვალ შეძლებენ გამგზავრებას. ზუსტი დრო დღის განმავლობაში დადგინდება", - განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე არსებული დაზიანების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.