ავლაბარში შენობა ჩამოინგრა: არის დაშავებული

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
Sputnik
თბილისი, 20 მარტი - Sputnik. თბილისში ავლაბრის რაიონში შენობა ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი".
შემთხვევა თბილისის ისტორიულ უბანში დღეს, დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
„სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.