თბილისი, 19 მარტი - Sputnik. მიმდინარე წლის 1-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი" და „ნინოწმინდა" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგისა და მათი ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 13.140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო ხუთ კანონდამრღვევ მოქალაქეს, ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.