თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,31%-ით ვლადიმირ პუტინი ლიდერობს, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4,30%, ვლადისლავ დავანკოვმა 3,83%, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ - 3,21% მიიღო.
კენჭისყრის შედეგების მონაცემები გამოქვეყნდა ცესკოს საინფორმაციო ცენტრში, დამუშავებულია ბიულეტენების 99,7%.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდა: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული იყო ოთხი კანდიდატი: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.