რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები: ბიულეტენების 100% დათვლილია

არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ცესკო ხუთშაბათს სპეციალურ სხდომაზე გამოაცხადებს.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმირ პუტინმა ხმების 87,28% მიიღო, დათვლილია ბიულეტენების 100%, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეორე ადგილზეა ნიკოლაი ხარიტონოვი ხმების 4,31%-ით. ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 3,85% მიიღო, ლეონიდ სლუცკიმ კი 3,20%.
კენჭისყრა სამ დღეს - 15,16 და 17 მარტს მიმდინარეობდა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 77,44% შეადგინა.
არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ცესკო ხუთშაბათს სპეციალურ სხდომაზე გამოაცხადებს.