რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები: კენჭისყრის ორი დღის განმავლობაში აქტივობამ 55,1% შეადგინა

ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მეორე დღეს მოსკოვის დროით 20:19 საათისთვის აქტივობამ 55,10 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ცესკოს ვებგვერდზე.
მოსკოვის დროით 16:13 საათისთვის ეს მაჩვენებელი 50,01% იყო.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
2018 წლის არჩევნებზე, როდესაც კენჭისყრა ერთ დღეს გაიმართა, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის აქტივობა 16,55% იყო, 12:00 საათისთვის - 34,72%, 17:00 საათისთვის - 51,9%. მაშინ საერთო აქტივობამ 67%-ს გადააჭარბა.