თბილისი, 15 მარტი – Sputnik. თბილისში საცხოვრებელი ფართის ქირის ღირებულება 2024 წლის თებერვალში იანვართან შედარებით 4,8%-ით შემცირდა, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების აზრით, გასულ თვეში საშუალო ზომის ბინების გაქირავები ფასი კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი იყო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქირა დედაქალაქის ყველა რაიონში შემცირდა. ამასთან, ყველაზე ძვირი ჯდება ბინის ქირა ვაკისა და მთაწმინდის ცენტრალურ უბნებში - საშუალოდ 14 დოლარი კვადრატულ მეტრზე. შემდეგ მოდის ბინები საბურთალოზე, ჩუღურეთსა და კრწანისში. შედარებით იაფი დაჯდება ბინის ქირაობა სამგორში, გლდანსა და დიდ დიღომში - საშუალოდ 8 დოლარი კვადრატულ მეტრზე.
Galt & Taggart ვარაუდობენ, რომ ქირის ფასების ეტაპობრივი სტაბილიზაცია 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.