გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

საქართველოში დღეს წვიმა და თოვლია ნავარაუდევი.
Sputnik
თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველოში 16 მარტს ამინდი მკვეთრად გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.