თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, 26 წლის ლუკა მაისურაძე აკრძალული ნივთიერების მოხმარების გამო ერთი წლით დისკვალიფიცირებულია და პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს, იუწყება საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო.
2023 წლის აპრილში მაისურაძემ გაიარა ტესტირება, რომლის ნიმუშები გადაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში კიოლნში.
ძიუდოისტის ნიმუშში აღმოჩენილია ნივთიერება ოსტარინი, რომელიც აკრძალულ პრეპარატთა სიაში შედის.
ქართული მედიის ცნობით, ძიუდოისტს ოსტარინის შემცველი ამერიკული პრეპარატი დაუნიშნა ექიმმა-რეაბილიტოლოგმა, რომელიც შემადგენლობას გაეცნო. ოსტარინი ჩამოთვლილ ნივთიერებათა სიაში მითითებული არ ყოფილა.
ოსტარინი 2008 წლის იანვრიდან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულ ნივთიერებათა სიაში შედის.
ლუკა მაისურაძე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.