თბილისი, 14 მარტი— Sputnik. ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის - ჯამურად 18 მილიონი რუსული რუბლის -შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
ფულადი თანხა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავებიდან ამოიღეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, არადეკლარირებული ვალუტის საერთო ღირებულება 525,3 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის თანახმად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.