ღირსმოწამე ევდოკია
იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.
ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს შეახსენებს. ქალის გულს ღვთის მადლი მიეხალა და იგრძნო, რომ ცოდვები მძიმე ტვირთად აწვა მის სულს.
კათაკმევლად დადგინებისა და გამოცდის შემდეგ ილიოპოლისის ეპისკოპოსმა თეოდოტიმ ევდოკია მონათლა. ახალნათელღებულმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი მონასტერს მიაშურა და მკაცრ მოღვაწეობას შეუდგა.
ილიოპოლისის მცხოვრებლებმა ქალაქის მთავარს ავრელიანეს მოახსენეს, ევდოკიამ თავისი სიმდიდრე მონასტერში გადამალაო. ავრელიანემ მეომართა რაზმი გაგზავნა არარსებული სიმდიდრის ამოსაღებად, მაგრამ, ღვთის წყალობით, მეომრებს ტყეში გზა დაებნათ. ავრელიანემ თავის განზრახვაზე ხელი არ აიღო: კვლავ გაგზავნა მონასტერში რაზმი, ამჯერად, თავისი ვაჟის წინამძღოლობით. ფილოსტრატეს ვაჟი პირველსავე დღეს მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა. დამწუხრებულ ავრელიანეს ფილოსტრატემ ურჩია, ევდოკიასთვის ეთხოვა ლოცვა გარდაცვლილის სულის საოხად. და კიდევ ერთი სასწაული: ყოვლადსახიერმა უფალმა, ღირსი დედის ლოცვით, გააცოცხლა ჭაბუკი. სასწაულის მხილველმა ავრელიანემ და მისმა მხლებლებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, ღირსი ევდოკია შეიპყრეს და საწამებლად მიჰგვარეს გამგებელ დიოგენს. ტყვექმნილი წმიდანის ლოცვით უფალმა მკვდრეთით აღადგინა მთავარსარდალ დიოდორეს მეუღლე თერმინა. ღვთის მადლში ხილულად დარწმუნებული დიოდორე და დიოგენი ოჯახებით მოინათლნენ. ღირსი ევდოკია რამდენიმე ხანი დიოდორეს სახლში ცხოვრობდა და ახალმოქცეულებს მოძღვრავდა, შემდეგ კი თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწეობდა 56 წლის განმავლობაში.
დიოგენის გარდაცვალების შემდეგ გამგებელი გახდა ქრისტიანთა მკაცრი მდევნელი ბიკენტი. მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ქრისტიანობის უშიშარი აღმსარებელი. წმიდა ღირსმოწამე ევდოკიას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 160-170 წლებში, 1 მარტს.

ღირსი აღაპი
ვატოპედის სავანეში მოღვაწე მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმიდა ათონის ნაპირზე გადმოსულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს. 12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ განთავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა მას, გაამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა. ბორკილებისაგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩამოაღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩილების გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა თავის ბატონს, ასეთი საქციელითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურში გალია.
წმიდა მოწამე ანტონინა
ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. წმიდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმიდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.
ღირსი დომნინა სირიელი
წმიდა მირონის მოწაფე იყო. მან მშობლების ბაღში ისლით დახურული ქოხი ააშენა და იქ დასახლდა. საზრდელად მხოლოდ წყალში დამბალ ოსპს ღებულობდა. ღირსი დედა ყოველ განთიადს და მწუხრს ტაძარში დადიოდა ისე თავდაბურული, რომ ვერავინ ცნობდა. მისი ცხოვრების აღმწერლის, ღირსი თეოდორიტეს სიტყვებით, „ღირს დომნინას ძალიან გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა”.
წმიდა დომნინა მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 450-460 წლებში

წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი
იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (249-251) წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. აღმსარებლები შეიპყრეს, ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. ბოლოს ნესტორსა და ტრივიმს თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით