თბილისი, 13 მარტი − Sputnik. ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში წითელი ხაზების არარსებობაზე საუბრობენ, მოსკოვისგან ანალოგიურ დამოკიდებულებას შეეჯახებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში.
„რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთის მიმართ წითელი ხაზები არ აქვთ, უნდა გაიგონ, რომ ამ სახელმწიფოებთან მიმართებაში არც რუსეთს ექნება წითელი ხაზები“, − აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
პუტინის თქმით, რუსეთი, მიუხედავად ყველაფრისა, პატივისცემით ეკიდება ევროპის მცირე სახელმწიფოებს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებასა და უკიდურესი ზომების გამოყენებას მოითხოვენ − მათ შორის ჯარების გაგზავნას, ესმით, რომ თავიანთი პროვოკაციული განცხადებების შედეგებს საკუთარ თავზე არ გამოცდიან.
„ისინი, კი, ვინც [შედეგებეს] იგრძნობს, ბევრად თავშეკავებულად იქცევიან. და ეს სწორია“, − თქვა პუტინმა.