თბილისი, 13 მარტი — Sputnik. მედიაჯგუფი Россия сегодня–ს („როსია სეგოდნია“) გენერალურმა დირექტორმა, პროგრამა Вести недели-ის წამყვანმა დმიტრი კისელიოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიდი ინტერვიუ დააანონსა, რომელშიც შეფასდება დასავლეთის მხრიდან ახალი საფრთხეები.
29 თებერვალს პუტინმა გაახმოვანა ფედერალური კრებისადმი თავისი ყოველწლიური გზავნილი, რომელშიც მოცემულია რუსეთის განვითარების ძირითადი ამოცანები.
„პუტინის ორსაათიანი გამოსვლის შემდეგ ბევრი დამატებითი კითხვა გაჩნდა. და ახალი საფრთხეები დასავლეთის მხრიდან ასევე მოითხოვს აქტუალურ შეფასებას. ტელეკომპანია Россия-ს და სააგენტო РИА Новости-ის გადამღები ჯგუფი უკვე კრემლში იმყოფება. წინ არის დიდი ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ველოდებით და ვემზადებით“, - განაცხადა კისელიოვმა კრემლის სენატის სასახლის ფონზე სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის წინ.