Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ბასილი აღმსარებელი
ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან (ხს. 27 თებერვალს) ერთად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. იქ იტანჯებოდნენ აღმსარებლები უსჯულო იმპერატორის აღსასრულამდე. ღირსი ბასილი მშვიდობით მიიცვალა 750 წელს.
მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი და მასთან ერთად აღსრულებული ექვსი მოწამე
ევტიქის მონოფიზიტური ცრუმოძღვრების მიმდევრის, დიოსკორეს (444-451) პატრიარქობის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ხუცესი პროტერი, რომელიც უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმიდა მამებმა დაგმეს ევტიქის მწვალებლობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერი აღასაყდრეს.
მწვალებელი მწყემსმთავრის განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა მისი ბევრი მიმდევარი, რომლებიც აღსდგნენ ახალი პატრიარქის არჩევის წინააღმდეგ. ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ (450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს წაართვა ყოველგვარი პრივილეგიები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ და ქალაქში მეომართა ახალი, გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პროტერის სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათთვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მშვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც დანაპირები.

მარკიანეს სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. ხუცესმა ტიმოთემ, რომელიც პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და სათავეში ჩაუდგა მოჯანყეებს. წმიდა პროტერიმ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ალექსანდრია, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩვენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა: „დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!“ ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამეობრივი აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ერეტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი მისი ექვსი თანმხლები პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე – დიდი შაბათი იდგა. მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გამოათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.
მართლმადიდებლებმა მომხდარის შესახებ წმიდა იმპერატორს ლეონს (457-474) და კონსტანტინეპოლელ პატრიარქს ანატოლის (449-458) აუწყეს. ალექსანდრიაში დიდი მხედრობა ჩავიდა და ჩააცხრო შფოთი. ტიმოთე სამსჯავროს გადასცეს, შემდეგ კი გადაასახლეს.

მღვდელმოწამე ნესტორი
მაგიდიელი ეპისკოპოსი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას ეწამა, 250 წელს. უფალმა მსხვერპლშესაწირად განმზადებული კრავის გამოცხადებით წინასწარ აუწყა ნეტარ მამას თავისი მომავალი. წმიდა ნესტორი საკუთარ სახლში შეიპყრეს ლოცვის დროს, შემდეგ კი ქალაქ მაგიდისის მმართველმა პერგიაში გაგზავნა იგი სამსჯავროზე. აქ მღვდელმოწამე სასტიკი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი
სამ ათწლეულზე მეტ ხანს სალოსობდა. უფლის სათნომყოფელმა მამამ სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. თანაქალაქელები მას „მიკულას“ ეძახდნენ, რაც ბერძნულად ნეტარს, სალოსს ნიშნავს.
1570 წლის თებერვალში გამძვინვარებული ივანე მრისხანე მოადგა ფსკოვს, რომლის მცხოვრებლებსაც ღალატში დებდა ბრალს. განსაცდელში მყოფი ქალაქი ლოცვად იყო დამდგარი. დილით, როცა მორწმუნეებს ზარების რეკვამ საცისკრო მსახურებაზე მოუხმო, თვითმპყრობელის სულს უეცრად საოცარი ნეტარება მოეფინა და დამშვიდებულმა ბრძანა: „დაუშვით მახვილები, შეწყდეს სისხლისღვრა!“
ფსკოველები ქუჩაში გამოეფინნენ. ყველას თავისი სახლის წინ მოეყარა მუხლი და პურსა და მარილს სთავაზობდა მეფეს. ერთ-ერთ ქუჩაზე ივანე მრისხანის შესახვედრად ჯოხზე ამხედრებულმა მიკოლა-სალოსმა გამოირბინა და შესძახა: „ივანუშკა, პური და მარილი ჭამე, ხალხის სისხლის სმას კი თავი დაანებე“. მეფემ სალოსის შეპყრობა ბრძანა, მაგრამ ის მყისვე გაუჩინარდა.

ივანე მრისხანემ ხოცვა-ჟლეტაზე ხელი აიღო, მაგრამ განზრახული ჰქონდა, გაეძარცვა ქალაქი. იგი სამების ტაძარში დაესწრო ლოცვას და ნეტარი ნიკოლოზისაგან კურთხევის მიღებაც მოიწადინა. წმიდა მამამ კელიაში მოსულ მეფეს უთხრა: „გამვლელო, ხელს ნუ გვახლებ, გაგვეცალე, თორემ გასაქცევსაც ვერ იშოვი"“ შემდეგ კი დაურიდებლად ამხილა იგი.
ივანემ ყურად არ იღო გაფრთხილება და ბრძანა, სამების ტაძრის ზარი ჩამოეხსნათ. ბრძანების გაცემა და მისი საუკეთესო ცხენის დავარდნა ერთი იყო. ამ სასწაულმა შეძრა მეფე, სინდისისგან მხილებულს თავზარი დაეცა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა ძარცვა-გლეჯა და გაიქცა ქალაქიდან.
წმიდანი გარდაიცვალა 1578 წლის 28 თებერვალს.

ღირსნი მარინე და კირა
ღვიძლი დები, IV საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ბერიაში (მცირე აზია). როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, მათ დატოვეს მდიდარი და წარჩინებული მშობლების ოჯახი და ქალაქიდან გავიდნენ. წმიდანებმა მიწის ერთ მცირე ნაკვეთს ზღუდე შემოავლეს, შემოსასვლელი ქვებითა და თიხით ამოქოლეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე, ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში ორმოც დღეში ერთხელღა ჭამდნენ. წმიდა დების ცხოვრებას კარგად იცნობდა ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი: დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავიანთ საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმიდანებთან და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ ღირსი დედები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: ერთხელ მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანისსაცემად იმოგზაურეს იერუსალიმში. სანამ წმიდა ადგილებს არ მიეხალნენ, მათ არანაირი საზრდელი არ მიუღიათ, არც უკანმობრუნებისას უხმევიათ რამე. მეორე ასეთივე მოგზაურობა განახორციელეს მათ ისავრიაში, წმიდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.