რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

ოფიციალური წყარო: რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება, 8 მაისს კი სახელმწიფო სათათბირო განიხილავს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს, განუცხადა РИА Новости-ს წყარომ სახელმწიფო დუმიდან.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონის 82-ე მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება წინა არჩევნების შედეგად 6 წლის ვადით არჩეული რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა 2018 წლის 7 მაისს დაიკავა.
„რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება, 8 მაისს კი სახელმწიფო სათათბირო განიხილავს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს", - განაცხადა წყარომ.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება - 15,16 და 17 მარტს.
სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.