რუსეთში ქართული დიასპორა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას ელოდება

გიორგი ქაჯაია მანამდე რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელად მუშაობდა.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაის დანიშვნას პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონდეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.
ორშაბათს, 11 მარტს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დანიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მთავრობის მეთაურის მრჩეველი გახდა.
„ჩვენი მოლოდინები ყოველთვის დადებითია. ჩვენ მიმართული ვართ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოზიტიური განვითარებისკენ, მიუხედავად ყველა პოლიტიკური სირთულისა. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
მისი თქმით, დრო ყოველთვის შედეგის მთავარი მაჩვენებელია, ამიტომაც ცეცხლაძეს ისურვა, რომ გიორგი ქაჯაის ახალ პოსტზე მალე შესანიშნავი შედეგები ჰქონდეს.
გიორგი ქაჯაია მანამდე რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელად მუშაობდა.
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძეს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 2012 წელს დაინიშნა, ახლა პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.