„ევროვიზია-2024": ნუცა ბუზალაძემ სიმღერა Fire Fighter-ი წარადგინა

ნუცა მსმენელის წინაშე კონკურსის მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს გამოვა
Sputnik
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. „ევროვიზია 2024“-ის ქართველმა კონკურსანტმა ნუცა ბუზალაძემ სიმღერა Fire Fighter-ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც შემსრულებელი კონკურსზე საქართველოს წარადგენს, იუწყება „პირველი არხი".
საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია-2024" შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება. ნუცა მსმენელის წინაშე მეორე ნახევარფინალში წარდგება.
ნუცა ბუზალაძეს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხუთი წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“. 2020-2021 წლებში იყო რუსულ კონკურს Ну-ка, все вместе-ს ფინალისტი.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ბუზალაძემ მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მაგრამ ფინალში ნუცამ მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.
2023 წელს საქართველოს „ევეოვიზიაზე“ ირუ ხეჩანოვა წარმოადგენდა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.