ტრაგედია თემქაზე: შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა

თბილისში მშენებარე კორპუსის მე-11 სართულიდან გუშინ მუშა გადმოვარდა.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. შრომის ინსპექციამ იმ ობიექტზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა, სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.
უბედური შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა - თემქაზე მშენებარე კორპუსის მე-11 სართულიდან მუშა გადმოვარდა. 30 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
დაღუპულის ახლობლების განცხადებით, მშენებარე ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
მომხდართან დაკავშირებით შრომის ინსპექციამ მოკვლელვა დაიწყო. სამშენებლო კომპანიიდან უკვე გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია. დასკვნას, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები იყო თუ არა დაცული, უწყება რამდენიმე დღეში მოამზადებს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.