„ხეტაფესთან" შეხვედრაში მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ქართველი მეკარე „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდს ერთწლიანი იჯარით უფლებით 2021 წლის 7 ივნისს შეუერთდა
Sputnik
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა, რაშიც მამარდაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - მან გუნდი ხუთჯერ სხვადასხვა სირთულის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.
მამარდაშვილი სამმა საფეხბურთო ანალიტიკურმა პორტალმა გამოარჩია. Sofascore-მა და Flashscore-მა ქართველ მეკარეს 8.0 დაუწერა, ხოლო Whoscored-მა – 7.8. „ვალენსიის“ ოფიციალურმა გვერდმა კი მამარდაშვილი ასე დაახასიათა – „ყველაზე საიმედო მოთამაშე“.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ცხრა შეხვედრაში არ გაუშვა გოლი, რაც მის ესპანურ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ქართველი მეკარე „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდს ერთწლიანი იჯარით უფლებით 2021 წლის 7 ივნისს შეუერთდა, მაგრამ კლუბის მწვრთნელ ხოსე ბორდალასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
2021 წელს მამარდაშვილი უეფას ვერსიით მოხვდა 50 ახალგაზრდა სპორტსმენის სიაში, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს.