თბილისი, 10 მარტი- Sputnik. ბაკურიანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს, რომელიც დღეს, 10 მარტს დაიხურება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო კურორტებზე პროექტი „გიზ-გიზი“ მიმდინარე წელს დაიწყო. ფესტივალი, რომლის მიზანიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვაა, გუდაურსა და მესტიაში უკვე ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივებსა და ბაკურიანის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.