თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 2023 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირდა.
ინდექსი ასახავს სოფლის მეურნეობის საწარმოების მიერ ქვეყნის მასშტაბით გაყიდული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ინდექსის შემცირების ძირითადი მიზეზი პირუტყვისა და მეცხოველეობის პროდუქტების ღირებულების შემცირება იყო.
2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საანგარიშო პერიოდის ინდექსი 4,6%-ით შემცირდა, რაც ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25,2%-ით შემცირებით იყო გამოწვეული. ამასთან, მითითებულ პერიოდში 4,3%-ით გაიზარდა მრავალწლოვანი კულტურების ფასი.
ინდექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გამოთვლის პროცესში. გარდა ამისა, ის წარმოადგენს ანალიტიკურ ინსტრუმენტს ბიზნესმენებისა და მკვლევრებისთვის.