თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სომხეთისა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ინფორმაციის გაცვლას გააფართოებენ.
შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ არგიშთი კარამიანმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კარლო კაციტაძემ.
მხარეები ემზადებიან თანამშრომლობის გასაღრმავებლად საგამოძიებო პრაქტიკაში გამოცდილების გაცვლის, ასევე ერთობლივი გადამზადების კურსების ჩატარების კუთხით. ასევე იგეგმება ერთობლივი თათბირების გამართვა.
კაციტაძის ვიზიტს წინ უძღოდა კარამიანის ვიზიტი საქართველოში 2023 წლის 6 სექტემბერს.