სადახლოზე კონტრაბანდული მცენარეების შემოტანის მცდელობა დაფიქსირდა

არადეკლარირებული საქონელი უცხო ქვეყნის მოქალაქის სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ მებაჟეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მანქანაში არადეკლარირებული მცენარეები აღმოაჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
10.095 ცალი სხვადასხვა ჯიშის მცენარე კანონდამრღვევს სატვირთო ავტომობილში ჰქონდა დამალული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11.460 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქე 11.460 ლარით (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 %-ის ოდენობა) დაჯარიმდა.