„სირიუსზე“ ახალგაზრდობის ფესტივალი დამთავრდა - ვიდეო

ფედერალურ ტერიტორია „სირიუსზე“ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა, იუწყება „Sputnik საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ადგილიდან.
Sputnik
საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. ჯამში ფესტივალში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარი უცხოელები იყვნენ ევროპიდან, აზიიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა.
როგორც საქართველოს დელეგაციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათ ძალიან თბილად დახვდნენ და დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს მიმართ.