თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გამოკითხული რუსების 84% დადებითად აფასებს ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის გამართვას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ.
„გვაქვს ფინალური გამოკითხვა: „რას ფიქრობთ არსებულ პირობებში რუსეთში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით?“ რესპონდენტთა 84%-მა პოზიტიურად შეაფასა ის, „საკმაოდ უარყოფითად“ ან „ნამდვილად უარყოფითად“ — მხოლოდ 2%-მა“, — განაცხადა კირიენკომ ფესტივალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთის იმ მცხოვრებლებს შორის, რომლებმაც არა მხოლოდ იციან ფესტივალის შესახებ, არამედ მინიმუმ ერთ სემინარს ან მოხსენებას გაეცნენ ფესტივალიდან, 91% დადებითად აფასებს ფესტივალს.
მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი 1-დან 7 მარტამდე ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე. ფესტივალი „როსმოლოდიოჟის“ ორგანიზებით გაიმართა, ხოლო გენერალური საინფორმაციო პარტნიორი „რია ნოვოსტი“ იყო.