თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთში ახალგაზრდული ფესტივალის მსგავსი სხვა ახალი ფესტივალები მოეწყოს.
„თუ გამოგვივიდა, მომავალშიც მოვაწყობთ რაიმე მსგავსს. ეს არ არის პირველი მსგავსი ექსპერიმენტი ჩვენთვის, არც პირველი გამოცდილება და, იმედი მაქვს, არც უკანასკნელი", — განაცხადა პუტინმა უცხოელ სტუდენტებთან საუბრისას, რომლებიც რუსეთში სწავლობენ.
მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალი 1-დან 7 მარტამდე ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე. ფესტივალი „როსმოლოდიოჟის“ ორგანიზებით გაიმართა, ხოლო გენერალური საინფორმაციო პარტნიორი „რია ნოვოსტი“ იყო.