პუტინი ახალგაზრდობის ფორუმის დახურვაზე სიტყვით გამოვიდა

რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთის კარი ყოველთვის ღია იქნება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის
Sputnik
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვიდა და მის მონაწილეებს განუმარტა, თუ რა მიზნებს ისახავდა მიზნად რუსეთი ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისას, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„რუსეთს სურდა თქვენთვის შეექმნა თავისუფლების, შემოქმედების, მეგობრობის პირობები. იმედი მაქვს გამოგვივიდა“, — განაცხადა მან.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის კარი ყოველთვის ღია იქნება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის და მათი საუკეთესო მცდელობებისთვის.
„თქვენ ჩამოხვედით რუსეთში და აქ ბევრი მეგობარი შეიძინეთ. მინდა იცოდეთ, რომ ახლა მთელი რუსეთი თქვენი მეგობარია. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, თქვენი ყველა კეთილშობილური მცდელობისთვის", — მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ფესტივალის მონაწილეებს.
ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალი 1 მარტს გაიხსნა და დღეს, 6 მარტს დაიხურა. ის სირიუსის ფედერალურ ტერიტორიაზე ჩატარდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით. ფესტივალის ორგანიზატორი იყო „როსმოლოდიოჟი“.
ფესტივალში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნახევარი უცხოელები იყვნენ ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფორუმში ს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.