თბილისი, 3 მარტი - Sputnik. სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს, რომელიც 1 მარტს გაიხსნა და 3 მარტს დასრულდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო კურორტებზე პროექტი „გიზ-გიზი“ მიმდინარე წელს დაიწყო. ფესტივალი 2-4 თებერვალს უკვე გაიმართა გუდაურში.
ფესტივალის ფარგლებში დამსვენებლის მოსაზიდად მოწყობილია ზამთრის სოფლები, სამეწარმეო ბაზარი, იმართება პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავენბენდები და დიჯეები.
საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილია გამათბობლებით. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.
მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.