ქორწილი მსხვერპლით დასრულდა: არიან დაშავებულებიც

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სწრაფი სიჩქარით მოძრავი საქორწილო კოლონის ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.