მეცხოველეობა საქართველოში: ახალი მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა მეცხოველეობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
Sputnik
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. 2023 წელს საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,5%-ით შემცირდა და 3,6 მლნ სული შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 1,7 მილიონი სულით განისაზღვრა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2,9%-ით ჩამორჩება.
გასულ წელს ღორის რაოდენობა 620,8 ათასი სული შეადგინა, რაც 16,7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, შეინიშნება ფრინველის რაოდენობის ზრდა - 5,3%-ით ზრდა. ქვეყანაში 2023 წელს ფრინველის რაოდენობამ 40,6 მილიონი ფრთა შედგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2023 წელს ხორცის წარმოებამ 76,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3,1%-ით მეტია.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, რძის წარმოება 3,6%-ით გაიზარდა და 585,4 მილიონი ლიტრი შეადგინა. ამასთან, კვერცხის წარმოება 2,6%-ით შემცირდა (637,8 მლნ).
პირუტყვისა და ფრინველის ექსპორტი და იმპორტი
2023 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა 173,4 ათასი სული შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31,7%-ით მეტია. ამავე დროს იმპორტი გაიზარდა და 41,4 ათასი სული შეადგინა.
საქართველოდან შინაური ფრინველის ექსპორტმა 15,3 მლნ ფრთა (+12,6%) შეადგინა, იმპორტმა - 9,5 მლნ ფრთა (+33,7%).
ღორის იმპორტი 53,4%-ით გაიზარდა და 157,5 ათას სულს გაუტოლდა. რაც შეეხება ექსპორტს, ეს იყო მხოლოდ 200 სული ღორი - 94,3%-ით ნაკლები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.