თბილისი, 3 მარტი – Sputnik. იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.
ქურდობის მცდელობის გარდა, აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.